ქართულ ბაზარზე ამერიკული ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’ გამოჩნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:10, 03 Aug, 2016     3765
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ახალი ენერგეტიკული სასმელის ,,Rad Rain’’ - ის წარმოება დაიწყო.

,,ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო პროდუქტი მისაღებ ფასად. მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენმა“ უკვე შესთავაზა მომხმარებელს ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს გამაგრილებელი სასმელი RC Cola, რომელმაც საკმაოდ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ ბაზარზე. სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და გაყიდვების ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი ნაბიჯები - ამჯერადაც გადაწყვეტილება მომხმარებლის სასარგებლოდ იქნა მიღებული. კომპანიამ ჩათვალა, რომ ენერგეტიკული სასმელის მომხმარებელი ნამდვილად იმსახურებდა ,,Rad Rain’’-ს. სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა.’’ - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა.

,,ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო, ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი მომხმარებლისთვის როგორც მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე ფასით.“- განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა. მისივე თქმით კომპანია აგრძელებს მომხმარებლზე ზრუნვას და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს - ,,ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის’’.

შეგახსენებთ, რომ ,,Rad Rain’’-ი ცნობილი ამერიკული კომპანიის Royal Crown Cola-ს ერთერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 2016 წლის მაისიდან ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’ საქართველოში ,,Rad Rain’’ -ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა.

ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება 1 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42