„ამ პერიოდში იმატებს სწრაფად მოქმედების სურვილი, ეგოიზმი და ექსცენტრულობა, ძველი შეთანხმებები , წესები და კანონები ხშირად დაირღვევა. 4-15 აგვისტოს შუალედში მაღალი იქნება სამხედრო არეულობების, საომარი მოქმედების დაწყების ან განახლების ალბათობა. განსაკუთრებით , არასტაბილურ რეგიონებში , ასევე შესაძლებელია საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის უთანხმოება წარმოიშვას. სხვადასხვა პარტიებს შორის სერიოზული დაპირისპირება გაჩნდეს. ბიზნესისა და ინვესტირების სფეროშიც არასტაბილური სიტუაცია შეიქმნება. ეკონომიკაში არსებული ხარვეზი გამოაშკარავდება. ცალკეულ სტრუქტურებში ცვლილებებია მოსლოდნელი. დაიძაბება ურთიერთობა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, ასევე კოლეგებს შორის“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი გამოცემა „ასავალ-დასავალთან“, მისი თქმით სიტუაცია თვის მეორე ნახევრიდან გაუმჯობესდება.
მასალის გამოყენების პირობები






