ნანჩანგში საპარტნიორო ფონდის თანაორგანიზებით ქართული კულტურისა და ღვინის ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:56, 02 Aug, 2016     1872
ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე „ჯუნგე“ ძიანსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა ორგანიზებით გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს. გახსნის ცერემონიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამქმიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლია. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაორმაგდეს. ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ქართული დელეგაციის გარდა 200-ზე მეტი ადგილობრივი სტუმარი დაესწრო. ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანის გახსნის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს - ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჩინეთში.

ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის ობიექტი - მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-3 ადგილზეა და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 148%-ით გაიზარდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმ დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა Beijing er shang group Co.LTD-თან. კომპანიის პრეზიდენტ სუნ ძიესთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გზები ღვინის ექსპორტისა და იმპორტის საკითხები განიხილეს. აღნიშნული კომპანია ჩინეთში ერთ-ერთი მსხვილი ლოოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 22 ტიპის, 230 სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს აწარმოებს. ასევე, ჩინეთში კომპანია პირველ ადგილზეა ხორცის სახეობის ექსპორტიშიც, შესაბამისად საპარტნიორო ფონდსა და მის პარტნიორ კომპანია „დერესა იბერიკოსთან“ ერთად გინიხილეს საქართველოში ჰამონის წარმოების შემთხვევაში მისი ჩინეთში გატანის შესაძლებლობებიც.

შეხვედრა გაიმართა Beijing capital agro business group-თან. კომპანიის ხელმძღვანელობით გაიხსნა რამოდენიმე ღვინის სახლი, მომავალში კი იგეგმება საპარტნიორო ფონდისა და რამდენიმე პარტნიორის თანაორგანიზებით ჩამოყალიბდეს ღვინის ექსპორტსი ხელშემწყობის კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩინეთში ღვინის რეალიზაციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42