ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთსა და სირიის მთავრობას შეტევითი ოპერაციებისგან თავი შეიკავონ.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრა.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმი შეტევითი ოპერაციების ჩატარებისგან შეაკავოს“ - აღნიშნა კერიმ.
კერიმ შეშფოთება გამოთქვა „ზავის“ დარღვევის ფამო, რომელიც თებერვალში დაიწყო და გუშინ, რუსული ვერტფმფრენის „მი-8“ ჩამოგდებით დაირღვა.
შეგახსენებთ, გუშინ სირიაში რუსული ვერტმფრენი მი-8 დღეს ჩამოაგდეს.
ვერტმფრენი იდლიბის პროვინციაში, ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა.
ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, ისინი ჰმეიმიმის ავიაბაზე ქალაქ ალეპოდან ბრუნდებოდნენ, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






