საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:42, 02 Aug, 2016     2506
საპარტნირო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

"ჩვენ ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ საქართველოში ქურთუკების ფაბრიკაზე. ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე მსხვილი საწარმო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს საქართველოში ქურთუკების ქარხნის ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს“.-განაცხადა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მომავალში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს.

საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარზეც გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს. გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში შანხაისა და ნანჩანგში. ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მეომარნდუმი გაფორმდა, მათ შორის ნანჩანგში ძიანგსის პროვინციისა და საქართელოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შემდეგ ხელი მოვაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს China-Eurasian Economic Cooperation Fund( ჩინეთ-ეურაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი)-თან. ცერემონიალს პირველი ვიცე პემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42