ტრამპის თქმით, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხს აუცილებლად განიხილავს
მსოფლიო - 15:02, 01 Aug, 2016     4025
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ , ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხს აუცილებლად განიხილავს.

ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კავშირი არ აქვს , მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ „ყირიმის მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა თავად აირჩია.“

ტრამპის თქმით, პუტინი „უკრაინაში შესვლას არ აპირებს.“ ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „ის უკვე იქ არის," ტრამპმა უპასუხა - "მე როგორც ვიცი, ყირიმელმა ხალხმა რუსეთთან ყოფნა თავად აირჩია. ესეც უნდა გავითვალისწინოთ“.

ამერიკელმა მილიარდერმა დასძინა, რომ უკრაინაში ახლა არეულობაა, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ და ნატომ დაუშვა.

ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. იქ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42