„დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინურ კომპანიას შორის, მილიონი ბოთლის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:36, 01 Aug, 2016     1960
2016 წლის 27 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, დუგლაძეების ღვინის კომპანიის, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის მასპინძლობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, შანხაის ღვინის ბირჟის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება - “ქართული ღვინის ზაფხული”.

• “ქართული ღვინის ზაფხულის” ფარგლებში გაფორმდა სამი მემორანდუმი. ერთერთი მემორანდუმის მიხედვით “დუგლაძეების ღვინის კომპანიასა” და “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” შეთანხმებით, ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის პროდუქტი” იქნება პირველი ქართული ღვინო და ამავდროულად პირველი ქართული პროდუქტი E-Silkroud-ზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძვლეზე, უკვე ივლისის თვეშივე განხორციელდა 300 000 ბოთლი ღვინის შესყიდვა, ხოლო, მხარეები იმედოვნებენ რომ წლის ბოლომდე აღნიშნული ციფრი ერთ მილიონს მიაღწევს.

• საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან” და “შინჰუა ნეტთან” მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმად “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” და “შინჰუა ნეტის” ერთობლივ პროექტის ფარგლებში “E-Silkroad - One Country One Product” საქართველო როგორც ერთი ქვეყანა, ჩინეთის ბაზარზე, აბრეშუმის გზის სხვა 40 წევრ ქვეყას შორის წარდგენილი იქნება ერთი პროდუქტით, ქართული ღვინით. აღსანიშნავია, რომ E-Silkroad მიიჩნევა ერთ-ერთ უმსხვილესი ონლაინ პლატფორმად, სადაც აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების პროდუქტი ონლაინ რეჟიმში გაიყიდება ჩინეთის მასშტაბით.

• მემორანდუმი გაფორმდა აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, “შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟას” და "აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას" შორის. შეთანხმების თანახმად შანხაის ღვინის ბირჟაზე განთავსდება ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრი და აღნიშნული ფართი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს განკარგვაში გადაეცემა.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. ხოლო, ჩინეთის მხრიდან, შანხაის მუნიციპალური მთავრობის, თავისუფალი სავაჭრო ზონის და პუდონგის რაონის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანიზაციების და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები.

შანხაის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას, რომელიც ფარავს ჩინეთის მასშტაბით იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ბაზრის 75%-ს. შესაბამისად, ქართული ღვინის განთავსება შანხაის ბირჟაზე ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგების მოტანი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42