როგორ მოხვდა სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული, რუსული პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის ხელში საიდუმლო ობიექტების კოორდინატები და ვისი ბრძანებით ხდება ამ ტიპის მნიშნელოვიან ობიექტებზე ამა თუ იმ პირის დაშვება?
ობიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვი 10 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, დღეს მისი ფასი ნულის ტოლია, რადგან არც მეტი და არც ნაკლები, ინფორმაცია, რუსული სპეცსამსახურების ხელშია.
,,ნიუპოსტი“ თემის დეტალებზე სასაუბროდ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში, ხოლო წითელაშვილის გუშინდელი ინტერვიუ საკმარისია იმისათვის, რომ პროკურატურამ საქმე აღძრას და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტზე დაშვების უფლებას მხოლოდ გაერთიანებული შტაბის უფროს და თავდაცვის მინისტრი იძლეოდა.
_ნებისმიმერი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც ფიქრობს ქვეყნის თავდაცვაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სათადარიგო მართვის ცენტრი, ანუ საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში მოწინააღმდეგე მთავარ დარტყმას ყოველთვის ახდენს მართვის ცენტრებზე იმისათვის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგონ კომუნიკაციის საშუალება და შეიარაღებული ძალების მართვა არ ხორციელდებოდეს. ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი. როგორი კარგი ჯარიც არ უნდა გყავდეს, როგორი მაღალი დონის შეიარაღებაც არ უნდა გქონდეს, თუ არ არსებობს მართვა, მისი მარგი მქედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი.
ზუსტად ამიტომ იყო მიღებულ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შექმნილიყო საიდუმლო ობიექტები, რომელსაც სახელმწიფო გამოიყენებდა მართვისთვის აგრესიის შემთხვევაში.
აღნიშნული ცენტრების ადგილმდებარეობა, ეს არის სახელწმიფო საიდუმლო. ამდენად, იქ რეჟიმი დაშვების არის უპრეცედენტოდ განსაკუთრებული და დაცული.
ის, რაზეც საუბრიბს გენერალი კალანდაძე, ამ ცენტრის მშენებლობაზე დაიხარჯა ათობით მილიონი დოლარი. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს ფული და ძალიან ძვირი, თანამედროვე ობიექტი იყო აშენებული იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა ყოფილიყო დაცული.
გენერალი კალანდაძე არასაც ამბობს, ზუსტად ასე მეც შევდიოდი ამ ობიექტზე - არა მინისტრის მანქანით და არა ფორმით, არამედ როგორც ეკადრება ასეთ ობიექტს, ყველა განსაკუთრებული ნორმის დაცვით. განსაკუთრებულ შემოწმებას გადიოდნენ ოფიცრები, რომლებიც ამ ობიექტს იცავდნენ, ჯარისკაცები, რომლებიც აქ მსახურობდნენ და ა.შ.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო საქართველოში ყველაზე დაცული ობიექტი.
_ვის ჰქონდა დაშვება ამ ობიექტზე? იყო თუ არა შესაძლებელი თუნდაც ექსპერტის რანგში კონკრეტული პირების შესვლა ნებადართული?
_ამ ობიექტზე შესვლა ხორციელდებოდა მხოლოდ გაერთიანებული შტაბის ან თავდაცვის მინისტრის ნებართვით. მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო დაეშვა ნებართვა. აქედან გამომდინარე, ეს უზარმაზარი ფული, ობიექტი, რომლის აშენებასაც წლები დასჭირდა, დღეს კვე არის ჩაყრილი წყალში. ამ ობიექტის გამოყენება არის უკვე შეუძლებელი. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ის იყო საიდუმლო. ყველა სახელმწიფოს აქვს ასეთი ობიექტები. სადმე თუ გინახავთ ან გაგიგიათ როდესმე, რომ ასეთი ტიპის ობიექტზებზე ყოფილიყო შესვლა, ხალხის დაშვება, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
_სოწრედ მაგაზეა დღეს საუბარი, რომ პიროვნება ტრისტან წითელაშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, არსებული ინფორმაციით და თავადაც ადასტურებს ამას წითელაშვილი, მინისტრის ნებართვით აღმოჩნდა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე...
_ადრეც არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, 2012 წლის შემდეგ თავდაცვის სისტემაში დაბრუნდა ხალხი, რომლებიც არიან რუსეთის ჯაშუშები, რომელთათვისაც ბრძანებები მოდის მოსკოვიდან და რომლებმაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაასწორეს მიწასთან. გარდა იმ ობიექტისა, რომელსაც აღიარებს წითელაშვილი, ის ასევე აღიარებს, რომ იყო თბილისის თავდაცვის ზღუდეებში, რომელიც ასევე საიდუმლო ობიექტებია და რომელიც ასევა გაკეთებული იმისათვსი რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს დაცული, რადგან სწორედ თბილისზე გადის მთავარი არტერია, რომელიც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის შემთხვევაში.
_ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდინოს თუ არა ქვეყნის პროკურატურამ რეაგირება?
_გუშინდელი ტრისტან წითელაშვილის ინტერვიუ უკვე საკმარისია იმისათვის, რომ პროკრუატურამ დააკავოს ეს ადამიანი.
_მხოლოდ მას ეკუთვნის პასუხისმგებლობა, თუ ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დგას?
_ამის შემდეგ უნდა გაიკრვეს... თავდაცვის სისტემა არ არის ნუცა სკოლა. აქ არის უამრავი პროცდურული ნორმა, რომელიც ყოველთვსი არის დაცული. პროკურატურამ უნდა აგარკვიოს ვიცი ბრძანებით მოხდა ამ ადამიანის შესვლა - იყო ეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება თუ გადამეტება უფლებამოსილები? ფაქტია, რომ ის უზამაზარი შრომა, ფული, ენერგია და დრო არის წყალში ჩაყრილი. ამ ობიექტის გამოყენება არის შეუძლებელი. ხვალვე რომ დავიწყოთ ახალი ალტერნატიული ობიექტების მშენებლობა, დამერწმუნეთ, მინიმუმ 4 წელია ამისთვის საჭირო.
_გამოდის, რომ სამხედრო თვალსაზრისით ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველ მდგომარეობაში?
__ჩვენ ამ ნაბიჯით, ამ ღალატის ფასი არის ის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა არის ძალიან სერიოზულად შეზღუდული. ხვალვე რომ დაიწყოს ამის გამოსწორება, როგორც გითხარით, დაჭირდება მინიმუმ 4 წელი, რომ დავუბრუნდეთ იმ წერტილს, სადაც ვიყავით.
_უნდა ეთქვა თუ არა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს ხმამაღლა ამ ფაქტის, შესახებ, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობიდან გაათავისუფლა გოდერძი ორმოცაძე?
_მას შემდეგ რაც მინისტრები ტოვებენ თავდაცვის სამინისტროს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ საუბარს თავდაცვისუნარიანობი პრობლემაზე და ა.შ. ახლა ვიგებთ თავდაცვის პრესსამსახურისგან, რომ თურმე ხიდაშელს დელტაში მის დანიშვნაზე ხელი არ მოუწერია. ეს უკვე ამაზრზენია. ხიდაშელი და ალასანიაც იყვნენ არა ერთი თვე მინისტრები. თუ ხიდაშელმა იცოდა და არ მოაწერა ხელი, მინისტრის ხელშია, გამოვიძახებ დელტას ხელმძღვანელს და მოვითხოვ მის გათავისუფლებას, თუ მინისტრი არ ეთანხმებოდა კონკრეტულ საკითხს, მას აქვს ყველანაირი ბერკეტი გამოსწორების. ჩვენი მინისტრობის დროს ყველაფერზე ჩვენ უნდა გვეგო პასუხი, ჯარისკაცის გაციებასა თუ სხვა არასწორ ნაბიჯებზე. ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ადამიანებს არაფერზე პასუხისმგელობა არ აქვთ. თუ არ ეთანხმები და საქმე გვქონდა სახელმწიფოს ღალატთან, რატომ იყავი იქ ამდენი ხანი? საერთოდ რაზეა საუბარი? საუბარია სახელმწიფო ღალატზე! ეს არის ენითაუწერელი ზიანი... ვცდილობდი რომ სხვა ქვეყნების მაგალითი მენახა და ვერ ვნახე. ყველა ქვეყანაშია ხომ ღალატის ფაქტები, ან დაზვერვის ოფიცერი გადავა მოწიანაღმდეგის მხარეს, ან ჯარისკაცი ჩაიდენს რამე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, მაგრამ ამ მასშტაბების ღალატის ფაქტი ვერ ვნახე. ათობით მილიონზეა საუბარი, მინიმუმ 4 წლის მუშაობაზე და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






