ამის შესახებ ინფორმაცია კლინტონის პრესმდივანმა დაადასტურა.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, შტაბში რუსულ კვალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუს ჰაკერებს, სავარაუდოდ, კომპრომატების მოპოვებას ცდილობდნენ იმ მიზნით, რომ ჰილარი კლინტონის კამპანია დააზარალონ და ამგვარად დონალდ ტრამპს გმარჯვებაში დაეხმარონ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზაზე უკვე მესამე კიბერ-შეტევაა.
გასულ კვირას, ინტერნეტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრთა მიმოწერა გავრცელდა, საიადანც ირკვეოდა, რომ პარტიის ლიდერები ცდილობდნენ, სანდერსისთვის პრაიმერებში გამარჯვებაში ხელი შეეშალათ. სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, შეუქმნა თუ არა საფრთხე ამ ინცინდენტმა ეროვნულ უსაფრთხოებას.
მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






