გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლების რაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი.
“თიბისი ბანკმა ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება არაერთხელ მოიპოვა, რაც ჩვენთვის საამაყოა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურება ლიდერია საქართველოსა და რეგიონში,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საცალო და კორპორატიული ბანკები ისინი არიან, რომლებიც ეფექტურად ტრანსფორმირდნენ სრულად ინტეგრირებულ ციფრულ ბანკებად. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულ ბანკებს ესმით, რომ კორპორატიული და საცალო სეგმენტების კლიენტები ფინანსური პარტნიორებისგან მოელიან ადვილად ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია მათ ციფრულ ცხოვრებაში,“ -განაცხადა ჯოსეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.
Global Finance უკვე 17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის სფეროში. ჟურნალი რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებს და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.
Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ.
მასალის გამოყენების პირობები






