შესაბამისად, დაბრუნებული ტერიტორია - 4000 ჰექტარი იქნება ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იაპონიას 1972 წლიდან პირველად უბრუნებენ.
Camp Gonsalves-ის ბანაკის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება იპონიის მთავრობასთან ჯერ კიდევ 1996 წელს იყო შეთანხმებული, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.
მიწის დაბრუნება კუნძულზე დაძაბულობის ფონზე ხდება. ივნისში ოკინავაზე 20 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით აშშ-ის მოქალქე, ყოფილი მეზღვაურიკენეტ ფრანკლინი დააკავეს.
გოგონას მკვლელობის შემდეგ მრავალათასიანი საპორტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ბაზიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას მოითხოვდნენ.
ამერიკელი სამხედროები ოკინავაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმყოფებიან. აზიაში აშშ-ის უსმხვილესი, სტრატეგიულად მნიშვნელობის ბაზა მდებარეობს, სადაც 30 ათასი სამხედროა განთავსებული.
ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ აქციები ოკინავაზე თითქმის ყოველწლიურად, 1995 წლიდან ეწყობა. მაშინ სამხედროებს 12 წლის სკოლის მოსწავლის გაპატიურებაში დასდეს ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები






