ორპარტიული პარლამენტი? – 2012 წლის განმეორება და კრისტალიზებული ამომრჩეველი ,,ოცნებასა“ და ,,ნაციონალებს“ შორის
პოზიცია - 14:11, 29 Jul, 2016     2285
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა (57 პროცენტი) პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 67 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს, ბევრ მათგანს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

მოსახლეობის 58 პროცენტმა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომად კონკრეტული პარტია მიუთითა: 19 პროცენტმა - ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველო, 15 პროცენტმა - ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა, 5-5 პროცენტმა - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, 4-4 პროცენტმა კი თავისუფალ დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია დაასახელა. კონკრეტულად არჩევნებზე წამსვლელ მოქალაქეებს შორის 5 პროცენტიანი მაჩვენებელი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.

არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი ამომრჩევლის 19 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრობას, 4-4 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა და მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის. თუმცა კითხვაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მოქალაქეების 36 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, 11 პროცენტმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 31 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო გაიმარჯვებს, 6 პროცენტმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. მოსახლეობის ის მცირე ნაწილიც კი, რომელსაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვს, პარტიებისადმი განსაკუთრებულად მაღალი მხარდაჭერით არ გამოირჩევა. მათი მხოლოდ 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩეული პარტიისადმი მისი მხარდაჭერა "ძლიერია", 41 პროცენტისთვის კი - "საშუალოა".

გადაწყვეტილი ამომრჩევლების მხოლოდ 57 პროცენტი მისცემდა ხმას იმ პარტიას, რომელსაც 2012 წელს დაუჭირა მხარი. “მოსახლეობის უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას; შესაბამისად არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია,” - განაცხადა თორნტონმა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ძალიან უახლოვდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, როცა ქვეყანამ ორპარტიული პარლამენტი მიიღო. დღევანდელი მოცემულობა არც ისე შორს დგას 2012 წლის რეალობისგან - არჩევნებამდე 2 თვით ადრე ამომრჩეველი ძირითად აქცენტს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის აკეთებს, დანარჩენი პარტიები, რომლებიც ერთი თვის წინ 5%-ზე მეტს მხარდაჭერას ფლობდნენ, დღეს ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან. შანსი პარლამენტში მოხვედრის ჯერ კიდევ აქვს პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ,,სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც გამოკითხულთა 4% აქვს.

NDI-ის მეირ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებენ ექსპერტები და პოლიტიკოსები. „ნიუპოსტი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი იმდენად დიდია, რომ არჩევნებზე სურათი შესაძლოა სრულებით შეცვალოს:

„მე ვერ შევეხები კონკრეტულ პროცენტებს და მჯერა-არმჯერას სტილში ვერ ვისაუბრებ, ვის რამდენი პროცენტი აქვს. მთავარი, რაც მე შემიძლია გავიზიარო, ამ კვლევის ტენდენცია არ არის პროცენტები, არამედ ორი რამ, პირველი - ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ საბოლოო ჯამში თუ ჩამოყალიბდებიან ეს სურათი შეუძლიათ საერთოდ თავდაყირა დააყენონ. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად არ არის ლეგიტიმური, ისინი არა თუ ცალ-ცალკე, არამედ ერთად, ვერ ადგენენ ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დიმიტრი შაშკინმა ორ ძირითად ფაქტორს გაუსვა ხაზი ჩვენთან საუბრისას. შაშკინის განცხადებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ხმები თუ ისინი ჩამოყალიბდებიან, გადანაწილდება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში. ყოფილი მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციაში მუშაობდა, ამბობს, რომ მრავალ ქვეყანის მაგალითზე დაკვირვება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები ნაწილდება ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებზე და არც კიდევ იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან.

„მე გამოვყოფ ამ კვლევაში ორ მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი არის ის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხდება კრისტალიზაცია პოზიციების გადაწყვეტილ ამომრჩვლებში. ანუ მათ ვინც გადაწყვიტეს ვის აძლევენ ხმას, ამ ამომრჩევლებისთვის აშკარად არის ორი პარტია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ანუ მათი არჩევანის კრისტალიზაცია ხდება ორი თვით ადრე და დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იბრძვიან 5%-იანი ბარიერის ზღვარზე.

მეორე არის ის, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი ბლოკი იმ ელექტორატის, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. დაახლოებით ნახევარი ამომრჩევლისა ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ნურავის ნუ გონია, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ახლა ან არ ჩანან ან არიან 5%-იან ზღვარზე. ეს ამომრჩეველი ან დარჩება სახლში, ან ეს გადანაწილდება „ნაციონალური მორაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს ხალხი არის გადაუწყვეტელი იმის გამო, რომ ამ წუთისთვის არცერთი პოლიტიკური პარტია არ აძლევს მათ საბაბს დაუჭირონ მხარი.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ იზიარებენ პოზიციებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ქვეყანაში, სადაც 50 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას, მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკური მესიჯები, რომელიც ახლა ჟღერს, ამ ხალხზე არ მუშაობს, ისინი ელიან უფრო მკვეთრ, ნათელ მესიჯებს, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ მათი მომავალი არის იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ამ მესიჯებს გააჟღერებს. გადაუწყვეტელი ხმების ძირითადი ნაწილი ნაწილდება ორ ყველაზე დიდ ბრძოლაში მყოფ სუბიექტს შორის ან რჩება სახლში“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხმას მმართველ პარტიას არ მისცემს. პარტიის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რაც პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე - ისინი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებენ.

,,რაც შეეხება იმას, რომ ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილიება მიღებული, ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნიო კამპანია ახალი დაწყებულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩევლამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი გვექნება მდგომარეობა, როცა ამომღცეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული’ - აცხადებს სამადაშვილი.

NDI-ს კვლევების შედეგის პოლიტიკურ ნაწილს მმართველ გუნდშიც აფასებენ. ეკა ბესელიას განცხადებით კვლევის შედეგები სრულიად განსხვავებული იქნება იმ შედეგისგან, რაც არჩევნებზე დაიდება:

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ კვლევის მიხედვით არის 60 პროცენტამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც თავად კვლევის ავტორებიც ამბობენ და თავად კვლევაში არის მითითებული, ამ კვლევის შედეგები იქნება სრულიად განსხვავებული იმ შედეგებთან რაც არჩევნებზე იქნება, შესაბამისად პარტიების რეიტინგებზე ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა, ტენდენციები მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე მისვლას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42