დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ ტელეკომპანია - ANS-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმეს
მსოფლიო - 14:06, 29 Jul, 2016     1681
აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალურმა საბჭომ ტელეკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმა. მანამ, საბჭოს მოთხოვნით, სასამართლომ ტელეკომპანია ANS-ს მაუწყებლობა ერთი თვით შეუჩერა.

აღნიშნული მოთხოვნით, აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეროვნულ საბჭოს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია ტერორიზმის ღია პროპაგანდასა და საბოტაჟს ეწეოდა, რაც აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობას უქმნის საფრთხეს.
"სამწუხაროდ, ANS-მ დაიკავა პოზიცია, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანელი და თურქი ერების სტრატეგიული პარტნიორობისა და ძმობის ურთიერთობებს, აწარმოებდა პროპაგანდას, რომელიც მიმართული იყო თურქეთის სახელმწიფოსა წინააღმდეგ, მხარდაჭერა აღმოუჩინა ფეთჰულა გიულენსა და მის მომხრეებს, რომლებიც სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორები იყვნენ, რასაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა”- ნათქვამია აზერბაიჯანის ტელე-რადიო მაუწყებლობის ნაციონალრი საბჭოს განცხადებაში.
ტელეკომპანია ANS-ი (Azerbaijan News Service) 1991 წლიდან მაუწყებლობს, ის აზერბაიჯანში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხი იყო.

15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.

ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათგან 10 ათასი სამხედრო.

ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამავდროულად 130 ადგილობრივი მედიასაშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი 88 თანამშრომელი, მათ შორის 2 ელჩი გაათავისუფლეს.

ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42