საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ საქართველოში 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები განათავსა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 29 Jul, 2016     1425
საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (Investment Group BGEO) დღეს მედიას განხორციელებული საინვესტიციო სიახლეები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ჯგუფმა „ბიჯეო“ რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, წარმატებით განათავსა 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები. ეს არის საქართველოდან კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ყველაზე გრძელვადიანი ევროობლიგაციების განთავსება. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას „ბიჯეო“ ქართული კომპანიების განვითარებაში მოახდენს.

"მოხარული ვარ, რომ ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ინვესტიციების მოზიდვას და 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი გვაქვს მოზიდული. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქართულ კომპანიებში ვახორციელებთ. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, ქართული კომპანიების გაფართოვება, განვითარება, მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სამომავლოდ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ“, განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეო“-ს მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7 წლიანია, 2023 წლამდე ვადით და 6.0% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ჯგუფისათვის კი ეს რიგით მესამე ევროობლიგაციების განთავსებაა: 2007 წელს ჯგუფმა 200 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2012 წელს 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. ევროობლიგაციების განთავსების პროცესს უხელმძღვანელა ბანქ ოფ ამერიკა მერილ-ლინჩმა (BofA Merrill Lynch) და ჯეიპი-მორგანმა (J.P. Morgan), გალტ ენდ თაგარტთან ერთად, რომელიც განთავსების თანახელმძღვანელი იყო. გამოშვებულ ობლიგაციებს ფიჩმა (Fitch) და მუდისმა (Moody's) BB- და B1 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭეს. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

„ბიჯეო”-ს შესახებ:

„ბიჯეო“ ქართული საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას „ბიჯეო“ სამშენებლო, ჯანდაცვის, საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო, ჰიდრო და სხვა წარმატებულ ქართულ ბიზნესში ახორციელებს. „ბიჯეო“-ს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ფლობენ. ჯგუფის 94% აქციონერები არიან მსოფლიოში წარმატებული ფინანსური ინსტიტუტები: Shroders Investment Management, Harding Loevner, Westwood International Advisors, Artemis Investment Management და სხვა. ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო შედგება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი დირექტორებისგან.

დამატებითი ინფორმაცია საინვესტიციო ჯგუფის შესახებ იხილეთ: http://bgeo.com/






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42