თურქეთში „მოღალატეთა სასაფლაოს“ აბრა გამოჩნდა.
როგორც რამდენიმე დღის წინ სტამბოლის მერმა დააანონსა, სასაფლაო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედროებისთვისაა განკუთვნილი.
სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაზმა განაცხდადა, რომ მზადა არის ქალაქში გამოყოს მიწა, სადაც “მოღალატეთა სასაფლაო” გაკეთდება.
“გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელებს ექნებათ საშუალება დაწყევლონ ისინი ” - განაცხადა ტოფბაზიმ.
15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათგან 10 ათასი სამხედრო.
ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამავდროულად 130 ადგილობრივი მედიასაშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი 88 თანამშრომელი, მათ შორის 2 ელჩი გაათავისუფლეს.
ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.


მასალის გამოყენების პირობები






