ამ დასკვნის დეტალების შესახებ "ნიუპოსტისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. დაწვრილებითი ანალიზი და დასკვნა სრული სახით უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
უწყვეტი რეჟიმით გადაღებული ვიდეომასალის ქრონომეტრაჟში შედის ის ეპიზოდი, სადაც კადრში ჩანს ავტომატი მანქანაში, რომლითაც ბუტა რობაქიძე და მისი თანმხლები პირები დაკავებამდე გადაადგილდებოდნენ (00:37:02 ქრონომეტრაჟზე), ასევე მიწაზე დაგდებული რვოლვერი (00:49:05 ქრონომეტრაჟზე).
რაც შეხება მონტაჟს, ბიურო ასკვნის, რომ ის 04:46:04 შემდეგ იწყება და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ რაკურისის შეცვლას ისახავს მიზნად.
ვიდეომასალის იმ დროს, როცა საექსპერტო ბიურო მონტაჟის არსებობაზე მიუთითებს, მანქანის გაჩერებიდან და მასში მყოფთა დაკავებიდან უკვე გასულია თითქმის 5 წუთი და, ამ დროისთვის, უკვე დაღუპულია ბუტა რობაქიძე.
უახლოეს დღეებში აშშ-ის გარდა, სხვა ქვეყნების საექსპერტო ბიუროების ანალიზიც დაიდება, სადაც ანალოგიური დასკვნაა გაკეთებული. შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში მთავარმა პროკურატურამ საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განაცხადა, რომ კადრები დამონტაჟებულია, რასაც ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე არ დაეთანხმნენ და ალტერნატიული ექსპერტიზისთვის კადრები სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნეს.
მასალის გამოყენების პირობები






