"საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - ფინანსური პირამიდების სქემა საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:38, 28 Jul, 2016     3658

ბოლო პერიოდში ბევრი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) დაარსდა, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელსაც მაღალი სარგებლის მიღება სწრაფად სურს. მსგავსი კომპანიები მომხმარებელს ლარში ინვესტირების შემთხვევაში საშუალოდ წლიურ 24-33%-ს, ხოლო აშშ დოლარში 13-33% სარგებელს სთავაზობენ. ისინი მომხმარებელთა მოსაზიდად აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას ეწევიან. შედეგად ვიღებთ მზარდ ბიზნესსექტორს, რომელიც კანონმდებლობით სრულყოფილად არ რეგულირდება. სწრაფად გამდიდრების მსურველთა ეჭვებს აბათილებს ის, რომ კომპანიები დღეის მდგომარეობით მიღებული თანხების მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას ახერხებენ. საინტერესოა თავად ბიზნესის სტრუქტურა, რომელიც ყოველ მომდევნო შენატანზეა დამოკიდებული. როდესაც მომხმარებელი განათავსებს დანაზოგს, წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ვადას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ. „პირამიდა სისტემის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყოველი შემდგომი მომხმარებლის შემოტანილი თანხის ხარჯზე ხდება არსებული კლიენტისთვის სარგებლის გაცემა. როგორც კი რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, წარმოიქმნება მასშტაბური პრობლემა. ყველა ის ადამიანი, რომელიც სარგებლობს მათი მომსახურებით, მოინდომებს საკუთარი დანაზოგის უკან დაბრუნებას, რაც შეუძლებელი იქნება.

ოთხმოცდაათიანი წლების ბიზნესმოდელმა, რომელიც ე.წ „პირამიდის სისტემაზე“ იყო აწყობილი, საქართველოს არაერთი მოქალაქე დააზარალა, მათ სრულად დაკარგეს დანაზოგი. არაინფორმირებული და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია თაღლითური სქემის ამოცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „პირამიდა ბიზნესი“ ითვლება კრიმინალურ საქმიანობად და ისჯება კანონით. კონტროლდება სარეკლამო რგოლები, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები. საქართველოში მსგავსი ბიზნესის წარმოება დანაშაულად არ ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

„საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს აფრთხილებს და ურჩევს, არ ენდონ ერთი შეხედვით საინტერესო, მაგრამ ფინანსური რისკის შემცველ შემოთავაზებას. ყურადღებით შეისწავლონ იმ კომპანიის საქმიანობა, რომელსაც საკუთარი დანაზოგი უნდა ანდონ.

გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42