ამის შესახებ სააგენტო Москва-ს რუსეთის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ , საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ოფიცრების“ თავმჯდომარემ, ანტონ ცვეტკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგობის გაწევის დროს ქალებმა შესაძლოა გადააჭარბონ თავდაცვის ზომებს და მამაკაცის სერიოზული დაზიანება გამოიწვიონ, რაც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ასეთ დროს კი, მისი თქმით, ქალები პასუხისგებაში მიეცემიან.
„ქალებისთვის მამაკაცებთან გამკლავება ძალიან რთულია და წინააღმდეგობის გაწევამ შესაძლოა, უარესი აგრესია გამოიწვიოს. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიცაა თავდაცვის ლიმიტის გადაჭარბება. მაგალითად, თუკი მამაკაცი ქალის გაუპატიურებას ცდილობს, ქალმა კი მას მუცელში სახრახნისი გაუყარა, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა“ - განაცხადა ცვეტკოვმა.
ცვეტკოვი გამოდის წინადადებით, რუსეთის ყველა რეგიონში გაიხსნას კრიზისული ცენტრები, სადაც გაუპატიურების ან სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევაში მივლენ ქალები და დახმარებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






