მისი თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბავშვებმა ტერაქტები ოთხი აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს.
ო’ბრაიენმა „ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ტერიტორიაზე „წარმოუდგენელ“ ძალადობასა და სისასტიკეში დაადანაშაულა.
გაერო-ს შეფასებით, დაჯგუფების ქმედებების გამო 9 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება, აქედან 7 მილიონი - ნიგერიელია.
ორგანიზაციის ცნობით, 2.8 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. 5.2 მილიონს კი საკვები არ ყოფნის.
ნიგერიის ბორნოს შტატში, რომელიც მანამდე „ბოევიკების“ კონტროლის ქვეშ იყო, 250 000 ბავშვი შიმშილობს. ო’ბაინის თქმით, თუკი მათ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენენ, მიმდინარე წელს შესაძლებელია, ყოველი მეხუთე ბავშვი დაიღუპოს.
“ბოკო ჰარამი” შეიარაღებულ თავდასხმებს 2009 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ "ბოკო ჰარამის" ტერორისტების სამიზნეს ნიგერიის, ჩადისა და ნიგერის ტერიტორია წარმოადგენს. ისლამისტები ცდილობენ აღნიშნულ სახელმწიფოთა ტერიტორიების ხარჯზე საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბონ.
2015 წლის მარტში დაჯგუფებამ “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულებზე დაიფიცა.
მასალის გამოყენების პირობები






