განათლების ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთათვის
საზოგადოება - 18:36, 29 Apr, 2013     437
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი მარგველაშვილმა და სოზარ სუბარმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გათავისუფლების შემდეგ მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა და დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში "სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამა" ამოქმედდება, რომელიც ზოგადი და პოფესიული განათლების შესაბამისი პროგრამებს განხორციელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ერთად, მსჯავრდებულთა შესაბამის კლასებში, სასურველ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვას, მათთვის შესაბამისი სასწავლო პროგრამის შერჩევას და ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნას უზუნველყოფს. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ინვენტარით, სახემძღვანელოებითა და სხვა სწავლისათვის საჭირო მასალებით. გადამზადდებიან მსჯავრდებულებთან მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები.

"სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამის" გამჭვირვალეობისა და მომავალი დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში სამეურვეო საბჭო შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. ჩამოყალიბდება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42