მისი თქმით , საუბარია არა რელიგიებს შორის ომზე, არამედ ინტერესებისა და ფინანსური რესურსების კონფლიქტზე.
ამის შესახებ პონტიფიკმა პოლონეთში ვიზიტამდე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მაშინ, როდესაც საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმასა და სასულიერო პირის მკვლელობის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. მღვდელი ჟაკ ამელი დანით შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.
“ჩვენ მუდმივად გვესაუბრებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რეალურად კი ის რაც ხდება, შეიძლება დახასიათდეს სიტყვა “ომით”. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის აღიარების.
ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან მშვიდობა დავკარგეთ. როდესაც ვსაუბრობ ომზე, მე ვგულისხმობ ომს ინტერესებისთვის, ფულისთვის, რესურსებისთვის და არა რელიგიისთვის. ყველა რელიგიას მშვიდობა სურს, ომი სხვა ადამიანებს უნდათ” - განაცხადა რომის პაპმა.
მასალის გამოყენების პირობები






