თურქეთის ჯარი დასუსტდა და რუსეთი ამით სარგებლობს- ამერიკელი ექსპერტი
მსოფლიო - 18:47, 27 Jul, 2016     4681
თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე და აგვისტოში რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში ექსპერტებს ესაუბრა.

"ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" მკვლევარი სტივენ ბლენკი ამბობს, რომ პუტინი „ერდოღანის ფანტაზიას“ თურქეთის რეგიონულ ენერგო-ცენტრად გადაქცევასთან დაკავშირებით ხელს გარკვეულ ეტაპამდე შეუწყობს. კრემლი ამას ანკარასთან ურთიერთობის დასათბობად გააკეთებს, თუმცა საკუთარ ინტერესებს ყოველთვის წინა პლანზე დააყენებს.

ბლენკს მიაჩნია, რომ მარცხით დამთავრებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ თურქეთის ჯარი მორალურად დათრგუნა და მნიშვნელოვნად დაასუსტა. რუსეთი ამით ისარგებლებს და შავი ზღვის აუზში პოზიციებს გაიმაგრებს.

ბლენკის თქმით, „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები არ გაზრდილა, თუმცა თურქეთისა შემცირდა. თუ რუსეთმა შავი ზღვის აუზში პოზიციების გამყარება სცადა ან ბალკანეთს, უკრაინას და კავკასიას რაიმე სახით დაემუქრა, ნატოს შეკავების ნაკლები მექანიზმი ექნება.“

ექსპერტი ამბობს, რომ მონროს ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში მშვიდობის დროს სამხრეთიდან სამხედრო გემების შესვლას აკონტროლებს. ბლენკს მიაჩნია, რომ თუ თურქეთი ეკონომიკურად რუსეთისკენ გადაიხარა და ამავე დროს, ჯარში არსებული სისუსტეები ვერ დაძლია, არ არის გამორიცხული „შავ ზღვაში უფრო მეტი რუსული გემი შევიდეს. ამის შემდეგ, ნატო შავი ზღვის აკვატორიაში საკუთარი პოზიციის დაცვას ვეღარ შეძლებს.“

წყარო "ამერიკის ხმა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42