"ამ ეტაპზე რუსეთი NATO-ს პირდაპირ არ დაუპირისპირდება, თუმცა სიტუაცია შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს"
მსოფლიო - 17:58, 27 Jul, 2016     7093

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი (Atlantic Council) ახალ კვლევას - "შეიარაღება შეჩერებისთვის" აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ წერს.

ანალიზის თანახმად, რუსეთისგან მომავალი საფრთხე უპირველესად ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთს ემუქრება.

"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, დასავლეთისისა და მისი ძირითადი ინსტიტუტების - ნატოსა და ევროკავშირის მიმართ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს, რადგან დასავლური ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, პლურალიზმი, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, გამჭვირვალობა და კანონებ რუსეთის კლეპტოკრატიული რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - აღნიშნულია დოკუმენტში.

მკვლევარების თანახმად, რუსეთს ძველი გავლენის აღდგენა სურს და ამისთვის, პირდაპირ სამხედრო სამხედრო აგრესიას შეიძლება მოერიდოს, თუმცა ე.წ. ჰიბრიდული ომის წამოწყებისგან თავს არ შეიკავებს.

კვლევის ავტორების აზრით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალის დემონსტრირებითა და მის წინააღმდეგ პრინციპული პოზიციის დაკავებით შეიძლება. ამის მაგალითად კი 2008 წლის ომი მოჰყავთ:

"როდესაც აშშ-მა შავი ზღვისკენ საბრძოლო გემები დაძრა და საქართველოს ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება აღუთქვა, რუსულმა არმიამ თბილისისკენ სვლა შეაჩერა".

როგორც ანგარიშში ნათქვამია, რუსეთი ხვდება, რომ NATO-ს სამხედრო პოტენციალს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა რეგიონში უპირატესი სამხედრო ბალანსის შესაქმნელად საკმარისი საბრძოლო რესურსი აქვს.

მკვლევარების თქმით, დასავლეთს არ ესმის რუსეთის, მათ ჰგონიათ, რომ მოსკოვი წესებს დაემორჩილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ ვაიძულებთ. NATO-ს ჰგონია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით, რუსეთიც ალიანსის მსგავსი ლოგიკით მოქმედებს. თუმცა, კრემლის ლოგიკა ასეთია - იმოქმედოს ყოყმანის გარეშე და გაატაროს საკუთარი ინტერესები მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება".

ანალიტიკოსების თქმით, მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი NATO-ს პირდაპირ დაუპირისპირდება, მაგრამ ეს სიტუაცია შეიძლება მოულოდნელად, ერთ ღამეში შეიცვალოს და დიდი სისწრაფით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42