აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, ეცადოს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს მაშ შემდეგ, რაც რაც დემოკრატიული პარტიის წევრების იმეილებმა გაჟონა, რასაცმ ექსპერტები რუს ჰაკერებს მიაწერენ.
“ყველაფერი შესაძლებელია” - ასე უპასუხა ობამამ ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთი ცდილობდეს 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ
მისი თქმით, გამოძიების ფედერალური ბიურო დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრების ინტერნეტში გასაჯაროების საქმეს სწავლობს.
“ვიცი, რომ ექსპერტები ამას რუსებს უკავშირებენ.
ჩვენ ვიცით, რომ რუსები ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებენ ჩვენ სისტემებზე, არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ კერძო სისტემებზეც” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ინტერნეტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრთა მიმოწერა გავრცელდა, საიადანც ირკვევა, რომ პარტიის ლიდერები ცდილობდნენ, სანდერსისთვის პრაიმერებში გამარჯვებაში ხელი შეეშალათ. სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა.
მასალის გამოყენების პირობები






