როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ყველა მათგანი ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 დაკითხვის მიზნით დააკავეს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავებული. სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელისუფლებას ამბოხთან კავშირშიეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის "პირად პტრად" გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






