წერილს ხელს ისეთი ცნობილი ადამიანები აწერენ, როგორიცაა ჯულიანა მური, კერი ვაშინგტონი, შონდა რაიამსი, სემუელ ელ ჯექსონი, მობი, ჯეინ ფონდა, კეტლინ ტერნერი, მეგრაიანი, მობი, რასელ სიმონსონი, მაიკლ სტაიპი, ოლივია უაილდი და სხვები.
პეტიცია #UnitedAgainstHate-ის ნაწილია.
"ჩვენ ვართ არტისტთა გაერთიანება, რომლებიც ვუერთდებით მილიონ ამერიკელს, რომელიც მიისწრაფის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის დამარცხებისკენ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა გამოიყენოთ ჩენი პლატფორმები, რათა ყურადღება მივმართოთ იმ საფრთხისკენ, რასახ ტრამპის შესაძლო პრზიდენტობა ჰქვია. დონალდ ტრამპს სურს ქვეყნის იმ დროში დაბრუნება, როდესაც შიში წარმაოდგენდა ძალადობის გამართლებას, სიხარბე კი ასაზრდოებდა დისკრიმინაციას. მისი რიტორიკა და პოლიტიკური შეთავაზებები აზიანებსდა შეურაცხჰყოფს: მექსიკელ და ლათინოამერიკელ ხალხს, ფერადკანიანებს, მუსლიმებს, ლგბტ ადამიანებს, აზიელებს, ქალებს, მიგრანტებს, შშმ პირებს, ომის ამერიკელ ტყვეებს...
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვუწოდებთ ყველა ამერიკელს, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ხმები, რათა დავამარცხოს დონალდ ტრამპი და სიძულვილის იდეოლოგია, რომელსაც ის წარმოადგენს.
ჩვენ გავერთიანდით ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენ გავერთიანდით სექსიზმის წინააღმდეგ.
ჩვენ გავერთიანდით რასიზმის წინააღმდეგ.
ჩვენ გავერთიანდით ქსენოფობიის წინააღმდეგ.
ჩვენ გავერთიანდით ჰომოფობიის წინააღმდეგ.
ჩვენ გავერთიანდით ფაშიზმის წინააღმდეგ“ - ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






