შეგახსენებთ, ერდოღანმა გერმანული ტელეკომპანია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი მიგრაციული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. მისი თქმით, დაპირებული სამი მილიარდი ევროდან ევროკავშირმა მხოლოდ ორ მილიონ ევრომდე გამოყო. როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, თურქეთმა მიიღო 2,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რაც ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის 11 მილიარდი ევრო დაუჯდა.
მარტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, თურქეთმა არალეგალირ მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადა. სანაცვლოდ, ბრიუსელი თითოეული დაბრუენებული მიგრანტის სანაცვლოდ თურქეთის ტერიტორიიდან ერთ სირიელ ლტოლვილს შეიაფრებს. ამისათვის კი ბრიუსელმა 2016 და 2017 წლებში 3-3 მილიარდი ევრო უნდა გამოუყოს.
ამავდროულად, მიგრანტთა საკითხზე შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






