შესაბამისად, ის პირველი ქალი გახდა, რომელიც მსხვილმა ამერიკულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა და შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდეს.
კლინტონს დელეგატთა უმრვალესობამ მისცა ხმა, მან 2821 ხმა მიიღო.
კლინტონს მხარდაჭერა მისმა მთავარმა მეტოქემ პრაიმერებში ბერნი სანდერსმაც გამოუცხადა და საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მისცენ ხმა, რასაც უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
„ჩვენ გინდა სანდერსი“ - სკანდირებდნენ მისი მხარდამჭერები.
აღსანიშნავია, რომ ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობის დაწყებას სკანდალი უძღვოდა წინ. ინტერნეტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრთა მიმოწერა გავრცელდა, საიადანც ირკვეოდა, რომ პარტიის ლიდერები ცდილობდნენ, სანდერსისთვის პრაიმერებში გამარჯვებაში ხელი შეეშალათ. სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა.
მასალის გამოყენების პირობები






