10:00 საათზე - ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". პარტიის ლიდერები ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.
10:00 საათზე - სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევის შედეგების წარდგენა. კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში.
10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "სამართლიანი არჩევნების" იურისტი ნინო ლომჯარია და "ქალთა მოძრაობის" დამფუძნებელი ბაია პატარაია ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: შვიდი თვის განმავლობაში მოკლული ათი ქალი; შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა და სპეციალური განცხადება.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ფრაქცია "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებული ზეწოლა, პრეზიდენტის განცხადებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
18:00 საათზე- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება.
მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო
18:30 საათზე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერობების კვლევის ფონდში „ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში სასწავლო პროგრამის“ 2015-2016 წწ.-ის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებს კვლევის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი.
მისამართი: შიო ჩიტაძის 3ა.
საკონტაქტო პირი: მერი ბინიაშვილი, 599170013
მასალის გამოყენების პირობები






