ბარაკ ობამას ძმის თქმით, არჩევნებში დონალდ ტრამპს მისცემს ხმას
მსოფლიო - 18:07, 25 Jul, 2016     2410
ბარაკ ობამას ნახევარძმა, მალიკ ობამა აცხადებს, რომ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელ მილიარდერს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მისცემს ხმას.

კენიაში მყოფმა 50 წლის მალიკ ობამამამ "როიტერსთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ძმის მმართველობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოლიტიკას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

"მისი მიმართვის ადრესატი პირადად მე ვარ და ვფიქრობ, რომ ის მიწაზე მყარად დგას, საუბრობს გულწრფელად და არ ცდილობს, იყოს პოლიტკორექტული. ის პირდაპირია" - განაცხადა მალიკ ობამამ.

მალიკი 1985 წლიდან ვაშინგტონში ცხოვრობს. "როიტერსის" ცნობით, ის ბევრკომპანიაში მუშაობდა, სანამ დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტანტი გახდებოდა.

მალიკის თქმით, მას ესმის ტრამპის პოზიცია მუსლიმებთა დაკავშირებით. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი მუსლიმებისამდი შეუარცხმყოფელი და მიუღებელი განცხადებებით ხშირად გამოსულა. ის მუსლიმების აშშ-ში ჩასვლის წინააღმდეგია.

"მე მუსლიმი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ადამიანები დადიოდნენ, ხალხს ესროდნენ და ხოცავდნენ ისლამის სახელით" - განაცხადა მალიკ ობამამ.

მისივე თქმით, ეს მისი აზრია და არ აპირებს გაჩუმებას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ბარაკ და მალიკ ობამებს წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მალიკი სტუმრობდა პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში. გარდა ამისა, ბარაკ და მიშელ ობამების ქორწილში ხელისმომკიდე იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42