ანი ნადარეიშვილი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ რომეო საჯაია უშიშროებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს:
"სკანდალი სასამართლოზე:
ბაჩო ახალაიას ადვოკატს, რომეო საჯაიას სანამ მოწმის დაკითხვა დაიწყებოდა მოსამართლემ აუკრძალა კითხვების დასმა. სასკანდალო იცით რა არის ამაში?! ის რომ რამოდენიმე დღის წინ რომეო საჯაიას დაურეკეს უშიშროების თანამშრომლებმა, დაიბარეს პროკურატურაში და გააფრთხილეს, რომ იგი ძალიან აქტიურობდა ახალაიას პროცესზე და მოთხოვეს, რომ დაწყნარებულიყო.
პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ ყველა მოწმე, რომლებმაც აღიარეს, რომ ჩვენებები მათ პროკურატურაში დააჭერინეს, პროცესზე ადვოკატმა რომეო საჯაიამ "გაჭედა"- წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ანი ნადარეიშვილი, რომელიც სასამართლოდან საინტერესო ეპიზოდებს, ჩვეულებისამებრ, პირდაპირ დარბაზიდანვე აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






