ამის შესახებ ინფორმაცის "როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით,Turkish Airlines-იდან თანამშრომლები 24 ივლისს დაითხოვეს, მათ შორის არიან ავიკომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
კომპანიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავებული. სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პროკურატურამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელისუფლებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის "პირად პტრად" გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






