მისი თქმით, თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს , ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს.
დასავლური მედიის ცნობით, ამის შესახებ იუნკერმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ მასთან მოლაპარაკებებს, ვინიდან ევროკავშირში იმ ქვეყნის ადგილი არ არის, რომლის საკანონმდებლო არსენალში სიკვდილით დასჯა არსებობს" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა..
ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






