“ბათუმი ცენტრალში” “Stadler Bussnang AG” ულტრათანამედროვე, ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:29, 23 Jul, 2016     11092

ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა. პრეზენტაციას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

სს “ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზას ასეთი კლასისა და სტანდარტის მატარებელები არასდროს არ ჰყოლია. “ ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითრების ისტორიაში. მინდა გითხრათ, რომ კომპანია “შტადლერი” წარმოადგენს ერთერთ წამყვან ბრენდს სარკინიგზო ინდუსტრიაში. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ფასი რჩება იგივე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა შემოსული. ჩვენ ვიყიდეთ 4 ელექტრომატარებელი; ორი არის ადგილზე, ორს დამატებით მივიღებთ დეკემბერში.” - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

“მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო ეს მოვლენა და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ იმ ფონზე როცა ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ასეთი ტიპის სერვისი ხელს შეუწყობს, იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა და ასევე ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის იმიჯს აამაღლებს,”- განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარკუს საუერბრახის თქმით, ისინი ძალიან ამაყები არიან რომ შეძლეს ამ ოთხი მატარებლის საქართველოსთვის მიწოდება. “ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ის რომ ამ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ამაყები ვართ, რომ მოწოდებული მატარებლები მაღალი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.” -განაცხადა მარკუს საუერბრახმა.

შეგახსენებთ, რომ ორსართულიანი ევროპული სტანდარტის “Stadler Kiss” ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებლები სს “საქართველოს რკინიგზამ” კომპანია “Stadler Bussnang AG”-გან შეიძინა. აღნიშნული ელექტრომატარებელები თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს მოემსახურება. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რელაობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებელები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირების საჭიროებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42