საბერძნეთში გაქცეულ რვა თურქ სამხედროს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის აღსრულების სამწლიანი გადავადებით.
საბერძნეთის სასამართლომ ჯარისკაცები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ცნო დამნაშვედ.
რვა ჯარისკაცი თურქეთიდან საბერძნეთში 16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სამხედრო ვერტმფრენით გადავიდა. ისინი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებრე ქალაქ ალექსანდროპულოსში ჩავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს.
თურქეთი საბერძნეთისგან გაქცეული სამხედროების ექსტრადირებას ითხოვს. ჯარისკაცების ადვოკატთა მტკიცებით კი , მათ სიცოცხლეს სამშობლოში საფრთხე ემუქრება.
16 ივლისს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ ორის უმრავლესობა თავად ამბოხის მონაწილეები არიან.
თურქეთში ამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.
ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის "პირად პტრად" გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






