ბოლო მცდელობა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 28 აპრილს მოხდა: სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა, რომელიც 28 დღეა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობს და მესამე დღეა, სასმელი წყალიც არ მიუღია, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ქალბატონი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
წინა შემთხევვა 5 აპრილს, თბილისში, სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ მოხდა: თამაზ კვარაცხელიამ, რომელიც მძიმე ავადმყოფი, პატიმარი შვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვდა, ბენზინი გადაისხა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იმარჯვეს და მას სანთებელა ხელიდან გამოგლიჯეს.
უფრო ადრე, 2013 წლის თებერვლის ბოლოს რიცხვებში, ქუთაისში ბენზინი გადაისხა და სხეულზე ცეცხლი წაიკიდა 47 წლის ციცინო ხარაბაძემ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო: სავარაუდოდ, მიზეზი კრედიტის გადაუხდელობა გახდა, რის გამოც ქალბატონს ბინიდან ასახლებდნენ.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში, ანუ 2013 წლის თებერვლიდან დღემდე თავის დაწვით პროტესტის გამოხატვისთვის მზაობა ათამდე მოქალაქემ საჯაროდ, მედიასაშუალებების თანდასწრებით გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები






