„ჩვენ ახლა საქართველოში საელჩო არ გვაქვს. ეს სააკაშვილის დროს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მოხდა. შვეიცარიამ ინტერესთა სექციის გახსნის ინიციატივა გამოთქვა. მაგრამ ყველამ იცის, რომ არავინ არსად წასულა, უბრალოდ შენობაზე ნიშანი შეიცვალა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია. ჩვენ ის არ გაგვიფუჭებია - სვლა საქართველოზეა“ - განაცხადა ლავროვმა
ამავდროულად, სერგეი ლავროვის მტკიცებით, ნატო-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.
მისი თქმით, ამის მიზეზი, 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს წევრების მიერ გაკეთებული განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.
"2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ასეთი დაპირების გამო თავი დაკარგა და მან ცხინვალზე, რუს და ოს მშვიდობისმყოფელებზე შეტევის განკარგულება გასცა. ნატო-ს წამახალისებელმა ფრაზამ - თბილისი იქნება ნატო-ში - თავისი როლი შეასრულა. ამაში მე ეჭვი არ მეპარება"-განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა საქართველოს მიმართ არსებულ სიყვარულზეც ისაუბრა.
„ მე ძალიან მიყვარს საქართველო. სამწუხაროდ, იქ ჩასვლა არ შემიძლია, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს. დარწმუნებული ვარ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. განახლდა ვაჭრობა. ეს სწორი ტენდენციაა. ურთიერთობებში ახლა უკვე გაცილებით მეტი ჯანსაღი აზრი იგრძნობა. ხალხმა თავად უნდა მოილაპარაკოს ერთმანეთში და ხალხს პატივი უნდა ვცეთ. ჩემი აზრით, საქართველოში ეს თვალსაზრისი ჭარბობს" - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






