ევროკავშირი თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეშფოთებულია
მსოფლიო - 11:28, 22 Jul, 2016     2090
ევროკავშირი თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თუმცა ზოგიერთი ქმედება მიუღებელია.

„ის, რასაც ვხედავთ მედიასთან, უნივერსიტეტებთან, მართლმსაჯულების ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებით მიუღებელია“- განაცხადა მოგერინიმ.

16 ივლისს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ ორის უმრავლესობა თავად ამბოხის მონაწილეები არიან.

თურქეთში ამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.

ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის "პირად პტრად" გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42