შაორის "მომავლის ბანკი" გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:18, 22 Jul, 2016     2963

შაორის „მომავლის ბანაკს" სტუდენტების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ზურაბ ცოფურაშვილი, პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩი ზურებიანი დაესწრნენ.
ბანაკის პირველი დღე გაცნობას, გუნდების წარდგენას, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს დაეთმო.
შაორის ,,მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან ერთად მთავრობის განკარგულების საფუძველზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 1255, 2016 წლის 1 ივლისი. ქ.თბილისი, შაორის ტერიტორიაზე ,,მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ) ახორციელებს.

,,მომავლის ბანაკი“ შაორში 10 ნაკადად 18-29 წლის 1280 სტუდენტს მიიღებს. მათ შერჩევას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ყველა რეგიონიდან უზრუნველყოფს. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიენიჭებათ.
პროგრამის მიზანია: ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, არაფორმალური განათლების მიღება, სხვადასხვა ქალაქებასა და რეგიონებიდან ახალგაზრდების დამეგობრება, აზრთა გაზიარება.
ახალგაზრდებისთვის ზაფხულის პერიოდში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი, არა მხოლოდ დაისვენებენ, არამედ კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42