"მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შანტაჟი"- გიორგი პაპუაშვილის საგანგებო განცხადება
პოზიცია - 15:17, 21 Jul, 2016     4345
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მუქარასა და შანტაჟზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათზე თვალთვალში, მათ კომერციულ საქმეებზე ​ზეწოლაში დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებული იქნებიან სხვადასხვა საბაბით, აგრეთვე პირადი ინფორმაციის ხასიათის, ფალსიფიცირებული, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისაკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი,“-აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისგან თავი შეიკავა. პაპუაშვილის განცხადებით, ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება მოსამართლეების პირად ინფორმაციას.

"უნდა აღვკვეთოთ ეს საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს, რომ სასამართლოს შეეძლოს, ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს თავისი საქმიანობა და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე და არა ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მზად ვარ, უფრო დეტალურად ამ საკითხებზე ვისაუბრო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან" - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

გიორგი პაპუაშვილს კითხვა "რუსთავი 2" -ის საქმეზეც დაუსვეს. ჟურნალისტი დაინტერესდა უკავშირდება თუ არა ზეწოლის ფაქტები ტელეკომპანიის საქმეს, რაზეც პაპუაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

"არ მინდა, რომელიმე კონკრეტული საქმე ვახსენო, რათა ისედაც დაძაბული ვითარება უფრო არ დაიძაბოს. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პიროვნებებთან, ვისაც ეს ეხება, ამ საქმეებსაც და ფაქტებსაც უფრო დეტალურად განვიხილავ" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და რუსთავი ორთან დაკავშირებული საქმეები განიხილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42