თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა უშიშროების საბჭოსთან 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტერორიზმის საფრთხეების შესამცირებლად და ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად გადადგა.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს საშუალება ეძლევათ პარლამენტის გვერდის ავლით მიიღონ ახალი კანონები.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც.
ხელისუფლების განცხადებით, ყველა გათავისუფლებული და დაკავებული, ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირს, ერდოღანის "პირად პტრად" გამოცხდებულ ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






