გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
შოუ ბიზნესი - 13:04, 20 Jul, 2019     20640
დღეს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ჟიზელ ბიუნდჩენის დაბადების დღეა. ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი 39 წლის გახდა.

ბრაზილიელი მოდელი და მსახიობი 1980 წლის 20 ივლისს ბრაზილიის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა.

მოდელობაზე არასოდეს უოცნებია, იტაცებდა ფრენბურთი. თუმცა, ერთელაც დედასთან ერთად საყიდლებზე მყოფი ერთ-ერთმა აგენტმა შეამჩნია და ქასტინგზე დაიბარა. ჟიზელის თავბრუდამხვევი კარიერა სწორედ მაში, 14 წლის ასაკში დაიწყო.

ჟიზელის წარმატების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია - 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, 142 ვოგის ყდა, ჯამში 7 000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალი, 1200-ზე მეტი ჩვენება, მილიარდზე მეტი შემოსავალი. ჟიზელისა და ქეით მოსის გარდა არ არსებობს სხვა ქალი, რომელსაც ვოგის 100+ ყდა აქვს დამშვენებული.

ჟიზელმა , 1999 წელს ამერიკული ვოგი ერთ წელში სამჯერ დაამშვენა. მსგვასი არავის გაუმეორებია. ამავდროულად, 2017 წლის პარიზის ვოგის ზაფხულის სამივე თვის ყდაზე ჟიზელია, 13 წელია ფრანგულ ვოგიში მსგავსი რამ არ მომხდარა.

2000 წელს "ვიქტორია სეკრეტმა' 20 წლის ჟიზელს კონტრაქტში რეკორდული თანხა შესთავაზა, 1 წელში 25 მილიონი დოლარი. ჟიზელი 8 წელი იყო ბრენდში.

ჟიზელი , როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

ის გახდა პირველი ბრაზილიელი ქალი, რომელმაც საკუთარი საქმით მილიარდი გამოიმუშავა.

ჟიზელი პირველი მოდელია იტალიური ვოგის ისტორიაში, რომელმაც უმაკიაჟოდ დაამშვენა გამოცემის ქოვერი

2016 წელს Forbs-მა მეთოთხმეტედ დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად. გასულ წელს ჟიზელმა 30. 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მოდელი ქორწინებაში იმყოფება ფეხბურთელ ტომ ბრედლისთან. წყვილს 2 საერთო შვილი - გოგონა ვივიენი და ბიჭი - ბენჟამენი ჰყავთ.

2015 წელს ჟიზელმა პოდიუმი დატოვა და აქტიურ მოდელობას დაემშვიდობა. მისი თქმით, დროა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, თუმცა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას განაგრძობს.

მიუხედავად პასიური მოდელობისა და იშვიათი გადაღებებისა, ჟიზელი კვლავ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მოდელად რჩება.

ჟიზელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქველმოქმედია. განსაკუთრებით ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

ჟიზელი ზედიზედ იყო დოლჩე&გაბანას 12 კამპანიის სახე. რვაჯერ გახსნა მათი ჩვენება და სუნამოს 1 წუთიან რეკლამაში მიიღო 7 მილიონი დოლარი. D&G -ში არცერთ მოდელს არ ჰქონია ასეთი წარმატება.

2014 წელს ჟიზელი გახდა შანელის ლეგენდარული სუნამოს სახე. იმავე წელს კარლ ლაგერფელდმა ჯი პრეტ-ა-პორტერ კამპანიაშიც გადაიღო და პარალელურად კოსმეტიკის რეკლამაშიც ჩართო. ერთ სეზონზე ჟიზელიშანელის ყველა პროდუქტს უწევდა რეკლამას: სამოსი, სუნამო, კოსმეტიკა. არცერთ მოდელს არ ჰქონია შანელში ასეთი დიდი კონტრაქტი დროის ერთ მონაკვეთში.

Vogue US: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიკამათოთ ის ყველაზე წარმატებული მოდელი არის თუ არა ისტორიაში, ჟიზელს სამოდელო სამყარო თავის გარემოდ არ უქცევია. ის ქეით მოსისა და ნაომი ქემბელის მსგავსად არ დახეტიალობს მოდურ წვეულებებზე შამპანურის ჭიქით ხელში. არც - მიუხედავად იმისა, რომ ამ თვეში 38 წლის ხდება - კარიერა დამთავრებული ლეგენდების ჰოლში დგას. ჟიზელი ყველა მხრივ აქტიური/მომუშავე მოდელია, რომელმაც თავისი ფასი შეინარჩუნა იმ ინდუსტრიაში, რომელიც სიახლისადმი სისუსტეს იჩენს. ის უფრთხილდებოდა თავის ყველასათვის კარგად ცნობილ უპირატესობას (შემთხვევითობა არ არის, რომ დაქორწინებულია მამაკაცზე, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი დისციპლინით) და ბევრი ლეგენდარული მოდელისგან განახავებით ინარჩუნებს იმ პროფესიონალის რეპუტაციას, რომელმაც ფოტოგრაფების საყვარელ მოდელად აქცია.


ფორბსი: "თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც წესი პოდიუმის სიგრძე 50 მეტრია და ჟიზელი თითო ჩვენებზე სამჯერ მაინც გამოდიოდა, ჯამში კი 600-ზე მეტ ჩვენებაზეა გამოსული, პოდიუმზე პარიზში, ნიუ-იორკში და მოდის სხვა დედაქალაქებში 125 მილი მაინც აქვს გავლილი, ეს კი მანძილია სან პაულუდან რიო დეჟანეირომდე და მან ეს მანძილი ქუსლებით გაიარა!"








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42