რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” გერმანიაში, მატარებლის მგზავრებზე თავდასხმასთან დაკავშირებნით ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა. დაჯგუფების განცხადებით, ვიდეომასალაი 17 წლის ავღანელი მიგრანტი ჩანს, რომელიც გერმანიის მატარებელში მგზავრებს ნაჯახით დაესხა თავს.
ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსც ხელში დანა უჭირავს, ამბობს, რომ ის “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცია და მზად არის, გახდეს შაჰიდი. ის პირობას დებს, რომ გერმანიაში თავდასმებს განახორციელებს. ახალგაზდა ასევე თავის სახელს ასახელებს - მუჰამედ რიადი.
გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს, ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ბიჭი სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და მგზავრები დაჭრა. მატარებლის გაჩერების შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
თავდაპირველად , გავრცელდა ინფორმაცია 20 მგზავრის დაჭრის შესახებ. თუმცა, ბოლო მონაცემებით დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ოჯახი ჩინეთიდან. ორი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
როგორც გაირკვა ის ავღანელი იყო, რომელიც გერმანიაში ცოტა ხნის ჩავიდა. თავდაპირველად, ლტოლვილთა თავშესაფრის ცენტრში ცხოვრობდა, ორი კვირის წინ ქალაქ ოქსენფურტში მცხოვრებმა გერმანელების ოჯახმა შეიფარა.
პოლიციამ მის სახლში ISIS-ის დროშა იპოვა.
თავდასხმაზე პასუხისგმებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






