ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ჟურნალის „ანაკლია“ პრეზენტაცია გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:55, 19 Jul, 2016     1512

თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის “ანაკლია” პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი დეტალურად გააშუქებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ისევე როგორც სხვა ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს.

ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მის ავტორებს შორის არიან აკა მორჩილაძე, გიორგი კეკელიძე, ნათელა გრიგალაშვილი, გოგა ჩანადირი, მანანა ვარდიაშვილი, მერაბ ადეიშვილი, დავით მაჭავარიანი და სხვები.

“ანაკლია” ორ თვეში ერთხელ გამოვა. ჟურნალის ტირაჟი 3 000 იქნება და ის უსასყიდლოდ გავრცელდება.

ჟურნალის პრეზენტაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი, ეკონომიკისა და განათლების მინისტრები, ასევე დიპლტიური კორპუსისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე ჟურნალის პირველი ნომერი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას კონცეპტუალური ხასიათი ჰქონდა. თიბისი გალერეაში ახალგაზრდა არტისტების, სალომე დუმბაძის, დიმიტრი დადიანისა და გიორგი ქასრაშვილის მეირ ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაცია იყო განთავსებული.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე განავითარებს და ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფსდიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება. საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშნეებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა სულ მცირე 40%-50%. პორტი ოპერირებას მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში დაიწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42