"მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში თავდასხმა განხორციელა „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო" - ჯიჰადისტების მხარდამჭერი სააგენტო "ამაქის" მიხედვით, ამის შესახებ თავად ექსტრემისტებმა განაცხადეს.
შეგახსენებთ, გუშინ ღამე, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს, ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ბიჭი სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და მგზავრები დაჭრა. მატარებლის გაჩერების შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.
თავდაპირველად , გავრცელდა ინფორმაცია 20 მგზავრის დაჭრის შესახებ. თუმცა, ბოლო მონაცემებით დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ოჯახი ჩინეთიდან. ორი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
როგორც გაირკვა ის ავღანელი იყო, რომელიც გერმანიაში ცოტა ხნის ჩავიდა და ქალაქ ოქსენფურტში ცხოვრობდა.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია ,რომ 17 წლის ავღანელი ბიჭის ოთახში რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






