გერმანიაში, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის ოთახში ISIS-ის დროშა იპოვეს
მსოფლიო - 11:13, 19 Jul, 2016     5691
გერმანიაში, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის, 17 წლის ავღანელი ბიჭის ოთახში რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იოაჰიმ ჰერმანმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა.

“დიდია ალბათობით, ეს იყო ისლამისტების თავდასხმა” - განაცხადა ჰერმანმა.

მისივე თქმით, როგორც რამდენიმე თვითმხილველმა განაცხადა, თავდამსხმელი "ალაჰ აკბარს" სკანდირებდა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამე, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს, ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ბიჭი სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და მგზავრები დაჭრა. მატარებლის გაჩერების შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.

თავდაპირველად , გავრცელდა ინფორმაცია 20 მგზავრის დაჭრის შესახებ. თუმცა, ბოლო მონაცემებით დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ოჯახი ჩინეთიდან. ორი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

როგორც გაირკვა ის ავღანელი იყო, რომელიც გერმანიაში ცოტა ხნის ჩავიდა და ქალაქ ოქსენფურტში ცხოვრობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42