აშშ-ში , რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია სიტყვით გამოვიდა, თუმცა სჯობდა თავი შეეკავებინა.
შესაძლოა, მელანიამ არც იცოდა, მაგრამ მისი სიტყვა აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას სფიჩის პლაგიატი აღმოჩნდა, რომელიც მიშელმა 2008 წელს, დემოკრატების ყრილობაზე წარმოსთქვა.
ღირებულებების ნაწილში საუბრისას, ობამასა და ტრამპის სფიჩებს შორის მსგავსება პირველმა , მწერალმა ჯარეტ ჰილმა შენიშნა.
შემდეგ კი ყველა გავლენიანმა სააგენტომ სიტყვით მათი სიტყვით გამოსვლები შეადარა.
"მელანია ტრამპმა მიშელ ობამას სფიჩი მოპარა" - მსგავსი ტექსტებით აქვეყნებენ ვიდეოებს გამოცემები.
ვერაფერს ვიტყვით, მსგავსება აშკარად არის.
ესეც პატარა მონაკვეთი.
მიშელ ობამა, 2008 წელი: "ბარაკი და მე გავიზარდეთ ერთიდაიგივე ღირებულებებით: შენ მუშაობ ბევრს იმისათვის, რაც გინდა ცხოვრებაში გქონდეს. შენი სიტყვა არის შენი ობლიგაცია და რასაც ამბობ, იმას აკეთებ. შენ ადამიანებს ეპყრობი ღირსეულად და პატივისცემით, მაშინაც კი, თუ მათ არ იცნობ და მაშინაც კი, თუ მათ არ ეთანხმები".
მელანია ტრამპი, 2016 წელი : "ჩემმა მშობლებმა იმ ღირებულებებით გამზარდეს, რომლისთვისაც შენ ბევრს მუშაობ და რაც გინდა, რომ ცხოვრებაში გქონდეს. შენი სიტყვა შენი ობლიგაციაა და შენ რასაც ამბობ, ასრულებ . ადამიანებს პატივისცემით ეპყრობი".

მასალის გამოყენების პირობები






