აშშ თურქეთს აფრთხილებს ეჭვმიტანილების დასჯის პროცესში დემოკრატიულ საზღვრებს არ გადააჭარბოს
მსოფლიო - 10:08, 19 Jul, 2016     4754
თეთრი სახლის ინფორმაციით, ოფიციალურ ანკარას შეერთებული შტატებისთვის ფატულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა არ გაუგზავნია.

პრესმდივან ჯოშ ერნესტის განმარტებით, თუ თურქეთი მოთხოვნას გააგზავნის, ის ექსტრადიციის შესახებ ორ ქვეყანას შორის 30 წლის წინ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განიხილება.

“ამ ეტაპზე ბატონი გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია. თუ მას მივიღებთ, მაშინ მოხდება შეფასება ექსტრადიციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა 30 წლის წინ მოაწერეს ხელი. აქ ორი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი - მოთხოვნა შეესაბამება თუ არა იმ დანაშალებებს, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და თუ პასუხობს მტკიცებულებები შეთანხმებით დაწესებულ სტანდარტებს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ ერნსტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი კი თურქეთის მთავრობას აფრთხილებს, არ გადააჭარბოს დემოკრატიულ საზღვრებს ეჭვმიტანილების დასჯის პროცესში. მარკ ტონერის თქმით, გიულენი კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში.

„ჩვენ თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ მომხდარის შემდეგ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფატულა გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.

ამ თემაზე გაამახვილა ასევე ყურადღება რეჯებ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა დაგმო სამხედრო ამბოხის მცდელობა და თურქეთს ალიანსის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42