თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, სამხედრო გადატრიალების ლიდერი სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი აკინ ოზთურქია
მსოფლიო - 17:47, 18 Jul, 2016     11702
თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, თურქეთის უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი გენერალი აკინ ოზთურქია. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.

თურქეთის ხელისუფლება 16 ივლისის ამბოხის იდეოლოგად კი ამერიკაში მცხოვრებ თურქე სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამ დრომდე ანკარისგან ოფიციალური მოთოვნა არ მიუღია. მისი თქმით, გიულენის ექსტრადირებისთვის ანკარამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, შემდეგ კი მათი შესწავლა მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ერდოღანს გიულენი თურქეთის მტრად ჰყავს გამოცხადებული. ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. ამას გარდა, თანამდებობები დატოვეს რამდენიმე პროვინციის გუბერნატორებმა და ოლქების მმართველებმა.

თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით სულ 6000 ადამიანია დაკავებული. მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პროკურორები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42