დაახლოებით ერთი თვის წინ მედიაში სკანდალური ინფორმაცია და ფოტომასალა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, პოპ მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის სახლში საბავშვო პორნოგრაფია აღმოაჩინეს.
სკანდალი თითქოს უკვე მიწყნარდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დასავლურ ტაბლოიდებზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
ჯექსონის ექიმმა, კონარდ მიურეიმ, რომელსაც მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებენ, ახალი წიგნი დაწერა, რომელშიც ექიმი მუსიკოსის ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს ყვება.
მიურეის თქმით, ჯექსონს პატარა გოგონები იტაცებდა.
ექიმის თქმით, მისი პირველი გატაცება საკუთარი მეგობრის შვილი ჰარიეთი იყო, რომელზეც დაქორწინებასაც გეგმავდა, მაშინ როდესაც გოგონა სულ რაღაც 12 წლის იყო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც მიურეი ყვება , ჰარიეთის შემდეგ მან მეორე ფავორიტი მალევე იპოვა. ჯექსონი უზომოდ იყო შეყვარებული მსახიობ ემა უოთსონზე, რომელიც მაშინ 11 წლის იყო. ექიმის თქმით, ახლა უკვე გეგმაში ემა უოთსონის ცოლად მოყვანა ჰქონდა.
ექიმის სკანდალური წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ ჯექსონი გატაცებული იყო ასევე მეგობრის 5 წლის ქალიშვილით.

გარდა ამისა, როგორ მიურეი ყვება, მაიკლ ჯექსონი გოგონების გამოძახების სერვისითაც სარგებლობდა და იმისთვის, რომ არ ეცნოთ, კლოუნის ფორმაში ეწყობოდა.
მასალის გამოყენების პირობები






